საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 000 000 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია.
"ბოლო დროს განახლდა მსჯელობა რეგიონული და უცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელად მიგვაჩნია", -- აღნიშნავს პატრიარქი.
ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამ
... კითხვის გაგრძელება »
სახელითა
მამისათა და ძისათა და წმიდისათა სულისა. ჩვენთან
არს ღმერთი!ადამიანის
წინაშე და, საერთოდ, კაცობრიობის წინაშე, დგას მრავალი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს
ყოველმა ადამიანმა და ერმა. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დღევანდელ დღეს და
შევხედოთ მომავალში, ჩვენ დავინახავთ, რომ დრონი იცვლებოდნენ და ჩვენც ვიცვლებოდით,
ვიცვლებით მასთან ერთად. სად მიდის ადამიანი, კაცობრიობა? კაცობრიობა გახდა უფრო მომთხოვნი.
კაცობრიობა, ადამიანი არ კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია. სულ ახალ-ახალი სიამოვნება
სჭირდება მას და ამ პროცესს არა აქვს დასასრული. ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოულობთ დახმარებას,
თუ ყურადღებას. ადამიანი გახდა მომთხოვნი. იმაზე ნაკლებად ფიქრობს, თვითონ რას აძლევს
სხვას. ჩვენ რას ვაძლევთ სამშობლოს. აი, ამიტომ, ეს ისტორიული სიტყვებია: თქვენ გახსოვთ
კენედიმ მიმართა თავის ერს და უთხრა: თქვენ ნუ ფიქრობთ იმაზე, სამშობლომ რა უნდა მოგცეს.
თქვენ რა უნდა მისცეთ სამშობლოს?" აი, ეს კითხვა აქტუალურად დგას ჩვენს წინაშე. ჩვენ
რომ რაღაცა მივცეთ სამშ
... კითხვის გაგრძელება »