მთავარი » ქადაგებები ტექსტის სახით

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს. ბზობა ეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. ზის ვირსა ზედა და მთელი ხალხი ხვდება მას და ადიდებს: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა." მე მინდა დღეს გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის დიდება ადამიანისა წინაშე ღვთისა და წინაშე ადამიანთა. როცა ერი ადიდებდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, სწერია სახარებაში, რომ მაცხოვარი ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქადაგებები ტექსტის სახით | ნანახია: 749 | დაამატა: beso2 | თარიღი: 29/04/2013 | კომენტარი (0)

სახელითა მამისათა და ძისათა და  წმიდისათა სულისა. ჩვენთან არს ღმერთი!ადამიანის წინაშე და, საერთოდ, კაცობრიობის წინაშე, დგას მრავალი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ყოველმა ადამიანმა და ერმა. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დღევანდელ დღეს და შევხედოთ მომავალში, ჩვენ დავინახავთ, რომ დრონი იცვლებოდნენ და ჩვენც ვიცვლებოდით, ვიცვლებით მასთან ერთად. სად მიდის ადამიანი, კაცობრიობა? კაცობრიობა გახდა უფრო მომთხოვნი. კაცობრიობა, ადამიანი არ კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია. სულ ახალ-ახალი სიამოვნება სჭირდება მას და ამ პროცესს არა აქვს დასასრული. ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოულობთ დახმარებას, თუ ყურადღებას. ადამიანი გახდა მომთხოვნი. იმაზე ნაკლებად ფიქრობს, თვითონ რას აძლევს სხვას. ჩვენ რას ვაძლევთ სამშობლოს. აი, ამიტომ, ეს ისტორიული სიტყვებია: თქვენ გახსოვთ კენედიმ მიმართა თავის ერს და უთხრა: თქვენ ნუ ფიქრობთ იმაზე, სამშობლომ რა უნდა მოგცეს. თქვენ რა უნდა მისცეთ სამშობლოს?" აი, ეს კითხვა აქტუალურად დგას ჩვენს წინაშე. ჩვენ რომ რაღაცა მივცეთ სამშ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ქადაგებები ტექსტის სახით | ნანახია: 731 | დაამატა: beso2 | თარიღი: 01/04/2013 | კომენტარი (0)