მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის შესახებ
22:23
ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის შესახებ
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ეროვნული უმცირესობების ენებზე ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია.

"ბოლო დროს განახლდა მსჯელობა რეგიონული და უცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელად მიგვაჩნია", -- აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ჰელსინკში დღეს გაემგზავრა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს აეროპორტში გააცნო.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულო პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვს, რის შემდეგაც პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 619 | დაამატა: beso2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: