საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 000 000 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.