შუშანიკი (სომხ.დ. დაახლ. 440 — გ. 475), ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა ქართველი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული.
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი - გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) - დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
სამოელ წინასწარმეტყველი -- ებრაელი წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 აგვისტო, ახალი სტილით - 2 სექტემბერი. ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული - ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი" დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო