სამოელ წინასწარმეტყველი -- ებრაელი წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 აგვისტო, ახალი სტილით - 2 სექტემბერი. ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული - ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი" დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო