მთავარი » 2013 » მარტი » 12 » ყველიერის კვირა
13:24
ყველიერის კვირა
yvelieris kvira ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. წელს ყველიერი იწყება 11 მარტს და მთავრდება 17 მარტს. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის ჭამა.

დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილის წინ" ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი -- შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

კატეგორია: მარხვის შესახებ | ნანახია: 833 | დაამატა: beso2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: