მთავარი » 2012 ოქტომბერი 6 » ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
18:26 ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი | |
ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი, სამარადისო.წმინდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ გამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის,ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა, და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმინდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე დღევანდელისა ამას დღესა, დამიფარე მე ღამესაცა ამას, და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა განვარისხო ღმერთი, და მეოხიყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |