მთავარი » 2012 თებერვალი 17 » იოანე ნათლისმცემელი
16:07 იოანე ნათლისმცემელი | |
იოანე ნათლისმცემელი, სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |