მთავარი » 2012 თებერვალი 15 » ექვთიმე აღმსარებელი
16:33 ექვთიმე აღმსარებელი | |
ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თხუთმეტი წლის ესტატე ჯერ ქუთაისში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში გადავიდა, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ევსტატემ იქ გაიცნო ილია ჭავჭავაძის მოურავი, მაქსიმე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნთ-საკითხავს" ხელმძღვანელობას უწევდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). ძველ ქართულ საეკლესიო გალობას სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |