თარიღი: 2013წ, 25 მარტი,წამყვანი: დარასელია გიორგი სტუმარი: მამა გიორგი შაშვიაშვილი -- გონიერნი უნდა ვიყოთ და უფლის სიყვარული შევძლოთ. მარხვა და ლოცვა ადამიანისთვის სამკაულია, რომელიც მის პიროვნებას სრულყოფს. უფალი კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ მარხვაში შევუდგეთ ეკლესიური ცხოვრების გზას. -- თუ ჩვენ, ამ ქვეყანაზე მკვიდრნი, ეკლესიის წიაღს არ მოვწყდებით და მარხვას დავიცავთ, მოწყალება იმაზე დიდი იქნება, ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს წარმოგვიდგენია.
-- მარხვის არსი ის არის, რომ საკუთარ თავზე ავმაღლდეთ. თუ შევძლებთ ხორციელ დაოკებას, ეს დასაბამი იქნება იმისა, რომ საკუთარ თავში არსებულ ვნებას ვაჯობოთ.