ყოველთა დედოფალი პანტანასას"ღვთისმშობელი ცნობილია როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე.სამწუხაროდ საქარველოში გაიზარდა ამ სენით დაავადებულ ავადმყოფთა რაოდენობა.მრევლის და ონკოლოგიურ დაავადებათა რესპუბლიკური ცენტრის ექიმების და პაციენტების თხოვნით ათონის წმიდა მთაზე ვატოპედის მონასტერში,სადაც დაბრძანებულია ხატის ორიგინალი,შეიქმნა მისი ასლი,რომელიც 2003 წელს ჩამობრძანდა ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში.კვირაში ორჯერ:ოთხშაბათს და პარასკევს,დღის 2 საათზე აღევლინება ჯანმრთელობის პარაკლისი და უსასყიდლოდ გაიცემა საკურნებელი ზეთი ღვთისმშობლის კანდელიდან.ხატთან დღემდე აღესრულება სასწაულები.მრავალი ადამიანი განიკურნა, მრავალთა ავადმყოფობამ პროგრესირება შეწყვიტა